ზარ-ზეიმითა და დიდი შემართებით დაწყებული სასწავლო წელი მაკვანეთის საჯარო სკოლაში
01-10-2026

15 სექტემბერს, არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

სასწავლო პროცესის განახლებას მოსწავლე-მასწავლებლები დიდი სიხარულით შეხვდნენ. სათხუთმეტსექტემბროდ დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე და უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. 

დღის გმირები, ტრადიციულად, პირვლკლასელები იყვნენ, მათ საკლასო ოთახებში მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები შეუძღვნენ და არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. პატარებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, პირველი პრეზენტაციაც გამართეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლის დირექტორმა ამირან თოიძემ დიდი სიყვარულით, გულითადად მიმართა მოსწავლეებს და მათ სწავლაში წარმატება, წიგნის სიყვარული და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. პირველკლასელებს კი ცოდნისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. აგერ უკვე მესამე კვირაა სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის განწყობა კი ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203