მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები
01-10-2026

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ავაიაში მოყვნენ. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩანტლისყურიდან სკოლისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

მიკროავტობუსში 15 მოსწავლე იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის წარმომადგანელმა ია ჟონჟოლაძემ  „ეტალონთან“ საუბრისას განაცხადა, მოსწავლეები კარგად არიან და სერიოზული დაზიანება არც ერთ ბავშვს არ მიუღია. თუმცა სხვა დეტალები არ იცის.

გავრცელებული ინფორმაციით ავარიის შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა და მათ სავარუაოდო მოტეხილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთი ბავშვის კლინიკაში გადაყვანა 112-ის ბრიგადამ უზრუნველყო. დანარჩენ მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ. მათგან რამდენიმე, მსუბუქი დაზიანებების გამო, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203