
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგები, დორექტორის - ლაშა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევენ და მომავალი თაობის სასწავლო მოტივაციაზეც აქტიურად ზრუნავენ, რაც კურადამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.
წელსაც, კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში ახარებთ, რომ მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომა და ამაგი დაფასდა, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და მათ ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ზემო ნატანების სკოლის კურსდამთავრებულებს გილოცავთ სტუდენტობას. მჯერა თქვენი ღირსეული მომავლისა და წარმატებების. თქვენ გაამართლეთ ჩვენი იმედები, ჩვენი ღვაწლი დაფასებულია და მიხარია, რომ მაღალი ქულებით ჩააბარეთ და ასახელეთ ჩვენი სკოლა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწევთ, რადგან თქვენი მიზანდასახულობა, სწავლის და წიგნის სიყვარული გაგიხსნით გზას მომავალი დასახული მიზნებისკენ. ჩემო კარგებო - ლიზი ვასაძე, ლიზი ბაქანიძე, მარიამ მკურნალაძე და გიორგი ბორჩხაძე წინსვლა მინდა გისურვოთ, გვეამაყებით! მუდამ თქვენი გულშემატკივარი“,- წერს სკოლის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე და კურსამთარვებულთა აქტიურ მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩება.
იხილეთ ფოტოები: