
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი, ტრადიციულად, საზეიმოდ დაიწყო.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
15 სექტემბრის დილა დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო, ბავშვებმა სკოლის კარი დიდი სიხარულით შეაღეს, მონატრებულ ბავშვებს დირექცია და მასწავლებელები სიყვარულით შეხვდნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
განსაკუთრებული ყურადღება ყველაზე პატარებს დაეთმო. პირველი კლასის დამრიგებელი მაია მიქაცაძე პირველკლასელებს სიყვარულითა და მზრუნველობით დახვდა და პირველი დღის მღელვარება სიხარულად უქცია.
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ.
„ვუსურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს ყველა მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: