
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტით ქუთაისის ტექნოჰაბს ესტუმრნენ.
ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროსა და ტექნოჰაბის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ვიზიტის ფარგლებში მათ მიიღეს ახალი ინფორმაცია, დაათვალიერეს სივრცე და გაეცნენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ შესაძლებლობას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული აქტივობები, რომლებმაც მოსწავლეთა ჩართულობა და ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაზარდა. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთნენ შეთავაზებულ საქმიანობაში.
„მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ტექნოლოგიური ცოდნის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ახალი იდეების განვითარების ხელშეწყობას.
ვიზიტმა მოსწავლეებს სასიამოვნო შთაბეჭდილებები და ახალი გამოცდილება შესძინა. ეს დღე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მათი ინტერესების გაფართოებისა და მომავლის პროფესიული შესაძლებლობების უკეთ გაცნობისკენ.
სკოლა მადლობას უხდის პედაგოგ მაია ჟვანიას, რომელმაც დაგეგმა და ორგანიზება გაუწია ამ საინტერესო და შემეცნებით აქტივობას. მისი ინიციატივა და მოსწავლეთა განვითარებისადმი ზრუნვა მნიშვნელოვანი წვლილია სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: