რა შეზღუდვები აქვთ ელჟურნალში მასწავლებლებს, დირექტორებსა და რესურსცენტრებს - დეტალები
23-10-2026

ელექტრონულ ჟურნალში ხელმისაწვდომია „ჩატის“ მოდული, რომელიც საშუალებითაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება, ერთმანეთს გაუგზავნონ შეტყობინებები და ფაილები.

ვის და როგორ შეუძლია ჩატის გამოყენება?

რესურსცენტრს შეუძლია, მის დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებთან და სკოლის პერსონალთან ინდივიდუალური ან ჯგუფური ჩატი დაიწყოს.

რესურსცენტრს მოსწავლეებსა და მშობლებთან ჩატის წამოწყების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს.

სკოლის დირექტორსა და ჟურნალის ადმინისტრატორს შეუძლია ჩატის დაწყება სკოლის შესაბამის მომხმარებლებთან - პერსონალთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან.

მასწავლებელს/დამრიგებელს შეუძლია დაუკავშირდეს იმ კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს, რომლებთანაც საგნობრივი ან სადამრიგებლო კავშირი აქვს.

სხვა კლასების მოსწავლეებსა და მშობლებთან ჩატის წამოწყება შეზღუდულია.

მოსწავლე და მშობელი ხედავს მხოლოდ იმ ჩატებს, რომლებშიც დამატებულია და შეუძლია მიღებულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა. მათ დამოუკიდებლად ახალი ჩატის წამოწყების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203