
გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლაში ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმია.
სკოლაში მოსწავლეთა დაბრუნება ყოველთვის ახარებთ, წელსაც მათ დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
15 სექტემბერს, ბავშვებმა სკოლის კარი დიდი ჟრიამულით შეაღეს, თბილი და მზრუნველი პედაგოგები კი საკლასო ოთახებში დიდი სიყვარულით შეუძღვნენ.
დღის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ -ახალი სასკოლო ფორმებით, ცნობისმოყვარე თვალებითა და სწავლის წყურვილით.
წინ ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით დატვირთული სასწავლო წელი, ახალი გამოცდილება და წარმატება ელით.
იხილეთ ფოტოები: