საზეიმო პირველი ზარი ვაჭევის საჯარო სკოლაში
01-10-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ, ამიტომ ბავშვების დასახვედრად წელსაც საგანგებოდ მოემზადნენ. 

15 სექტემბერს მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი სიხარულით შეაღეს. სასწავლო წლის პირველი ზარი, სიმბოლურად, ყველაზე პატარა და ყველაზე უფროსმა მოსწავლეებმა დარეკეს.

მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს შეჰპირდნენ. 

აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203