„ვამაყობთ, ჩვენი ბიჭებით!“- ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს
01-10-2026
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, რაც აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში და მიაღწიონ წარმატებას.

ახლახან, ლენტეხში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები ჩატარდა. 

ჩიხარეშის სკოლის მოსწავლეებმა ხელბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილი მოიპოვეს. 

ამასთან, მათ არამარტო ლენტეხში მოიპოვეს პირველი ადგილი, ბათუმში ჩატარებულ ტურნირზეც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, 90 მონაწილე გუნდიდან საპატიო მეორე ადგილი აიღეს. 

„ვამაყობთ, ჩვენი ბიჭებით! როგორც ყოველთვის, ეს გამარჯვება არის, შრომის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლის შედეგი. მადლობა სკოლის საუკეთესო დირექტორს - როზა გველებიანს გვერდში დგომისთვის და სპორტის მასწავლებლებს - გენური ჯანხოთელსა და ზური ლობჟანიძეს დაუღალავი შრომისთვის...წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის…“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203