
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
მათ შორის მოსწავლეები შეუერთდნენ „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადას და წარმატებაც მოიპოვეს.
მოსწავლეებმა I, II, III ხარისხის დიპლომები და სერტიფიკატები დაიმსახურეს.
ახლახან, კი მოსწავლეები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და აქტიურობა და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა მადლობას უხდის მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის და მშობლებს თანადგომისათვის. ჩვენს მოსწავლეებს კი ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: