თბილისის N115 სკოლის პედაგოგი ინგა ბარამიძე მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
01-10-2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გლდანის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

მათ შორის იყო თბილისის N115 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ინგა ბარამიძე. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლის დაფასება და ინგა ბარამიძეს კიდევ არაერთი თაობის აღზრდა-განათლებას უსურვებენ. 

პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს მათი მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და პროფესიული საქმიანობის წახალისებას.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქუთაისში ჩატარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203