
თბილისის N115 საჯარო სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესწაულია. წელსაც პირველკლასელთა მისაღებად დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ.
პედაგოგებმა მათ მოტივაციაზე იზრუნეს და პატარებს სკოლაში მისვლით გამოწვეული მღელვარება სიხარულად უქციეს. პირველკლასელებს ცოდნის სამყაროში მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები - თამილა ჭელიძე, ნინო წვერავა, ფიქრია აქიაშვილი, თინათინ მამულაშვილი გაუწევენ.
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ.
იხილეთ ფოტოები: