
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ, მათ დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს. დირექციამ და პედაგოგებმა მათ მოტივაციაზე იზრუნეს და პატარებს სკოლაში მისვლით გამოწვეული მღელვარება სიხარულად უქციეს. მათ ბავშვები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს.
აგერ უკვე მესამე კვირაა სასწავლო პროცესი განახლდა პირველი სასწავლო დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: