
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლაში მოსწავლეთა დაბრუნებას დიდი სიხარულით ელოდნენ და მათ დასახვედრად გამორჩეულად მოემზადნენ.
15 სექტემბერს, სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. ამ დღის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ, ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილები, ცნობისმოყვარე თვალებითა და ახლის შემეცნების წყურვილით.
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ნავარძეთის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და თითოეულ მასწავლებელს ახალი სასწავლო წლის დასაწყებას!
გისურვებთ საინტერესო, წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს, ბევრ ახალ აღმოჩენას, წინსვლასა და სასიამოვნო დღეებს.
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შემოდიან სკოლის დიდ და საინტერესო სამყაროში.
ერთად დავიწყოთ ახალი წელი ახალი მიზნებით, კარგი განწყობითა და ერთმანეთის მხარდაჭერით.
წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და ნაყოფიერი წელი ჩვენს მასწავლებლებს!“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: