კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლის - ვაჟა ზარიძის ნაშრომი საუკეთესოთა შორის შეირჩა და წიგნში დაიბეჭდა
01-10-2026

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ვაჟა ზარიძის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ. 

მე-8 კლასის მოსწავლე ვაჟა ზარიძემ საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ინიცირებულ ლიტერატურულ-შემეცნებით კონკურსში - „როგორ მესახება ჩემი მომავალი“ გაიმარჯვა. 

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში. ვაჟას ასევე გადაეცა სერტიფიკატი, ახალგაზრდული ფანტაზიის, თავისუფალი აზროვნებისა და მომავლის შთამბეჭდავი ხედვისათვის.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა, დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს ვაჟა ზარიძეს და მადლობას უხდის აქტიურობისათვის და პედაგოგთა კავშირს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203