
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროექტში - „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“.
პროექტი განხორციელდა ქუთაისის მერის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს მიერ, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ კონკურსის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებას, ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მონაწილე მოსწავლეებმა მიიღეს ახალი გამოცდილება, გაეცნენ თანატოლებთან თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობას. პროექტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი იდეები და ინიციატივები გაეზიარებინათ და სხვადასხვა აქტივობაში ჩართულიყვნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა მათი პიროვნული და სამოქალაქო უნარების განვითარებისთვის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სკოლის XII კლასის მოსწავლე ლიზი შავგულიძე პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ ახალ ინიციატივებსა და საინტერესო პროექტებში კიდევ არაერთ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: