თბილისის N175 სკოლის მოსწავლე ანა მღებრიშვილმა ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის ტურნირზე საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა
30-09-2026

თბილისის N175 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში X კლასის მოსწავლის  - ანა მღებრიშვილის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

ანა მღებრიშვილმა ლატვიაში გამართულ ევროპის გოგონების ლიგის “EYBL U17 Girls” ტურნირზე საქართველოს სახელით საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ანა მღებრიშვილს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას! ვუსურვებთ, შემდგომ წარმატებებს, პროფესიულ წინსვლას და არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203