
სკოლა „ნერგების“ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო საგანმანათლებლო თავგადასავალია.
აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა ქართული ენის გაკვეთილი, რომელიც შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული აღმოჩნდა. ბავშვებმა კარლო კოლოდის ცნობილი ნაწარმოები - „პინოქიოს თავგადასავალი“ შეაჯამეს და საყვარელი პერსონაჟის ჯადოსნურ სამყაროში საინტერესო აქტივობებით იმოგზაურეს.
სასწავლო თემის შემაჯამებელი გაკვეთილი საინტერესო პრეზენტაციით დაიწყო, რომელსაც დისკუსია მოჰყვა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარ შთაბეჭდილებებზე ესაუბრათ, პერსონაჟების ქცევები და გადაწყვეტილებები შეეფასებინათ.
შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი როლური თამაში აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ნაწარმოების პერსონაჟები გააცოცხლეს და პინოქიოს ჯადოსნურ სამყაროში თავად აღმოჩნდნენ.
„სწავლა, თამაში და ბევრი საინტერესო ემოცია ერთ დღეს!“,- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში. მოსწავლეებს კი წინ კიდევ არაერთი შემეცნებითი თავგადასავალი ელით.