
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს.
მე-8 კლასში, მოქალაქეობის გაკვეთილზე მოსწავლეებმა თემა - „ომი და აქტიური მოქალაქე“ შეისწავლეს და სოხუმის დაცემის დღეზე ისაუბრეს და სამშობლოს ზვარაკად შეწირული გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ჩვენს წინა თაობას ახსოვს აფხაზეთი“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და წარმოადგინეს პრეზენტაციები ომის დროს მოღვაწე ჟურნალისტებზე, რიგით მოქალაქეებსა თუ თანამდებობის პირებზე.
აიღეს ინტერვიუ მშობლებისგან და იმ ახლობლებისგან ვისაც ახსოვს საქართველოს ეს კუთხე!
„ჩვენ დავბრუნდებით!“,- ამ სიტყვებითა და უკეთესი მომავლის იმედით დაასრულეს მოსწავლეებმა გაკვეთილი.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: