ინოვაციების სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალი სახალისო აქტივობებით დაიწყო 
30-09-2026

ინოვაციების სკოლაში სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით და ახალი სასწავლო მიზნებით დაიწყო. 

მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ბავშვებს სკოლაში დაბრუნება დღესასწაულად უქციეს. 

პირველმა სასწავლო კვირებმა სკოლაში მხიარულად და ამასთანავე ნაყოფიერად ჩაიარა. 

სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იყო სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაზე და სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოებაზე.

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული.

პირველი კვირების მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა და სასწავლო პროცესის მშვიდ, საინტერესო და პოზიტიურ გარემოში დაწყება იყო.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა დამეგობრებას. 

სახალისო და შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებას თანდათან დაუბრუნდნენ.

სკოლაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო წლის პირველი დღეები მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას არ უნდა ემსახურებოდეს -  მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა თავი სკოლის საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, შეიძინონ ახალი მეგობრები და აუმაღლდეთ მოტივაცია. სკოლის ​დირექტორი ქრისტინე კაპანაძე და პედაგოგები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი შესთავაზონ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203