სკოლა „ოპიზა“ წარმატებული კურსდამთავრებულებით ამაყობს 
30-09-2026

სკოლა „ოპიზა“ მოსწავლეებს საფუძვლიან განათლებას აძლევს, რაც მომავალი თაობის მიღწევებზე აისახება.

სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

მათ შორისაა, ნათია ხორბალაძე, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბისტიკაზე სწავლობს. მას მერე, რაც უმაღლესი ქულებით დახურა მეორე კურსი, საქართველოში შერჩეულ 7 წარმატებულ სტუდენტს შორის აღმოჩნდა და 9 თვე კაიროს უნივერსიტეტში ისწავლის.

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ნათიას ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯს ვუსურვებთ, საკუთარი მიზნებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის კიდევ ერთი წარმატებული და გამორჩეული კურსდამთავრებულია ლევან გველესიანი, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი. მან ახლახან წარმატებით ჩააბარა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის - USMLE-ის 1-ლი საფეხური.

„განსაკუთრებით გვიხარია ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატება ვულოცავთ ლევანს და ველით ჩვენი პროგრამის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203