არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებამ“ წყალტუბოელი ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ახალი, მასშტაბური პროექტი - Dream4Youth დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, სკოლა „ოცნება“ წყალტუბოს მოსწავლე-ახალგაზრდობას უმასპინძლებს შეხვედრებზე, სადაც სპეციალურად მოწვეული სპიკერები - სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესიონალები ახალგაზრდებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, უკეთ გააცნობენ თავიანთ პროფესიებს, მოუყვებიან საკუთარ გზაზე და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.
უნიკალური პროექტის - Dream4Youth პირველი მოწვეული სპიკერი კი თორნიკე ასათიანია - ბრიტანული საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური კომპანია Edumentors-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Forbes Georgia-ს „30 Under 30“ გამარჯვებული, ESM-თბილისის (European School of Management) 100%-იანი სტიპენდიის და London Business School-ის MBA პროგრამის უმაღლესი სტიპენდიის მფლობელი.
შეხვედრა გაიმართა 25 სექტემბერს 14:00 საათზე, ქ. წყალტუბოში, კოლხეთის ქ. №2-ში, სკოლა „ოცნების“ გურამ კინწურაშვილის სახელობის საკონფერენციო სივრცეში.
მასზე დასწრების უფლება კი ჰქონდათ 14–18 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც სურდათ გაეგოთ, როგორ აქციონ იდეა წარმატებულ სტარტაპად, როგორ მოიპოვონ საუკეთესო საგანმანათლებლო შესაძლებლობები და სტიპენდიები, როგორ იპოვონ საკუთარი გზა ბიზნესსა და ტექნოლოგიებში.
მათ მიეცათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ ადამიანისთვის, რომელმაც ორი პრესტიჟული სასწავლებლის უმაღლესი სტიპენდია მოიპოვა, წარმატებით ხელმძღვანელობდა არაერთ კომპანიას და საკუთარ სტარტაპში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
მოწვეულმა სპიკერმა წყალტუბოელ ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა და მოუყვა იმ გზის შესახებ, რომელიც მან თავად გაიარა ESM-დან წარმატებული გლობალური კომპანიის დაფუძნებამდე.
ღონისძიებაზე დასწრება ახალგაზრდებისთვის უფასო იყო.