რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებული ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ
30-09-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, პედაგოგები კი მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი. ეკოკლუბელებმა წელს ბრწყინვალე წარმატება მოიპოვეს და მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით გაიმარჯვეს. 

ახლახან, დედაქალაქში კონკურსის ფინალი გაიმართა. ფინალურ ტურში წარმატებით წარდგა ​ბარდნალის საჯარო სკოლა. 

მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

სკოლის დირექტორ მთვარისა ახვლედიანს ახარებს ეკოკლუბის წარმატება და მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს ახალი სიმაღლეებს დაპყრობას უსურვებს. 

„მადლობა ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელ მასწავლებელს ქალბატონ ლამზირა ონიანს!

წარმატებები ჩვენს სკოლას კვლავაც!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203