30 სექტემბერი ფუნქციების განაწილების ბოლო დღეა პედაგოგებისთვის
30-09-2026

eSchool-ის სისტემის განახლებული ვადები ცნობილია, რომლებიც წინსვლის მსურველ მასწავლებლებს ეხებათ. 

2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებელი იყო სისტემაში ფუნქციების დამატება, ხოლო 25 სექტემბრიდან სკოლის დირექტორებს აღნიშნული ფუნქციები უნდა გადაენაწილებინათ პედაგოგებისთვის, რისთვისაც 5 დღიანი ვადა აქვთ.

ასე რომ, 30 სექტემბერი ბოლო დღეა, რათა პედაგოგებზე ხელმძღვანელებმა ფუნქციები გაანაწილონ.

როგორ ხდება სკოლის მიერ საჭიროებების განსაზღვრა და ფუნქციის გადანაწილება - მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ვკითხულობთ:

სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა თვითშეფასების მიზნით აანალიზებს საკუთარ საქმიანობას და განსაზღვრავს საჭიროებებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.

სკოლის მიერ საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება თვითშეფასებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნებს.

საჭიროებების საფუძველზე, სკოლა განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დასაწყისში უნაწილებს მათ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს.

შეგახსენებთ: წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს ვალდებულება აქვს ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით; 

ასევე ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების მსურველ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს კარიერული წინსვლისთვის ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203