რუსთავის N23 სკოლის საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის სიგელები გადაეცათ
30-09-2026

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საგნობრივ ოლიმპიადებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საგანმანათლებლო ოლიმპიადებში მონაწილეობა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები, შეიძინონ ახალი გამოცდილება და ღირსეულად წარმოაჩინონ სკოლა.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში არაერთხელ გამხდარან წარმატების და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელები.

ამჯერადაც, სკოლის მოსწავლეებს KINGS-ისგან წარმატებისთვის სიგელები გადაეცათ.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„მათი მიღწევები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის გაღრმავება, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ახალი მიზნების დასახვა.

ვულოცავთ თითოეულ მათგანს მიღწეულ შედეგს!  თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის დიდი სიამაყეა და თანატოლებისთვის საუკეთესო მაგალითია.

მადლობა, KINGS-ს მოსწავლეებისთვის ცოდნის წარმოჩენის, განვითარების, მოტივაციისა და ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობის შექმნისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203