ავტორიზიაცია და ახალი, ულტრათანამედროვე კორპუსი - ​„უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინომ“ სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო 
29-09-2026

„უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო“ ახალ, 2026-2027 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.

სკოლამ წარმატებით დააკმაყოფილა ავტორიზაციის სტანდარტები, ასევე დაემატა სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე კორპუსი, რომელიც დამატებით 300 მოსწავლეზეა გათვლილი.

მოსწავლე-მასწავლებლემა სასწავლო პროცესი სრულიად ახალი ენერგიითა და დიდი შემართებით განაახლეს. 

15 სექტემბერს, სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. პირველკლასელებს კი განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდათ, პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება ზღაპრის გმირებმა მიულოცეს. ანიმატორებმა ბავშვები არაერთ აქტივობაში ჩართეს და პირველკლასელებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა, ნინო ქოქიაურმა. 

„2026-2027 სასწავლო წელს სრულიად ახალი ენერგიითა და სიახლეებით ვხვდებით!

სიამაყით გიზიარებთ, რომ ჩვენმა სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია! მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით თქვენთან ერთად!

დაგვემატა სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე კორპუსი, რომელიც დამატებით 300 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტული სივრცეები ელოდება მათ, ვისთვისაც სწავლა თავგადასავალია!

განსაკუთრებული ემოციით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს!

დღეიდან თქვენი დიდი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სასკოლო მოგზაურობა იწყება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში!

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს მთლიან სასკოლო საზოგადოებას - მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს!

ჩვენ ერთად შევქმნით კიდევ ერთ დაუვიწყარ, წარმატებულ და აღმოჩენებით სავსე წელს!

„სკოლა ნინო“, ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები, ახალი სასწავლო წელი, მომავალი აქ არის“,- აღნიშნა დირექტორმა და მოსწავლეებს კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავალს დაჰპირდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203