
28 სექტემბერს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ ყველაზე პატარა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული დღე იყო. პირველკლასელები „დედაენით“ დასაჩუქრდნენ.
ბავშვებს საზეიმოდ გადაეცათ „დედაენა“ - პირველი წიგნი, გასაღები ცოდნის უკიდეგანო სამყაროში.
„სახელმწიფომ სრულიად უფასოდ გადმოგვცა წიგნები და ჩვენც საზეიმოდ გადავეცით პირველკლასელებს. ვუსურვებთ ჩვენს პატარებს, ეს სამყარო მათთვის საინტერესო აღმოჩენებით სავსე ყოფილიყოს“,- აღნიშნავს სკოლის -დირექტორი ირინე ცაავა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ სახელმძღვანელოები საჯაროსთან ერთად, კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებსსაც უსასყიდლოდ გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: