
სკოლა „დეამ“ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს დღესასწაულად უქცია.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. ზღაპრულად მორთულმა სასკოლო გარემომ, პედაგოგთა გულთბილმა დახვედრამ და საზეიმო მიღებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს. პატარებს ცოდნის სამყაროში მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები გაუწევენ, რომლებიც პატარებს დიდი სითბოთი შეხვდნენ.
სკოლაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ არა მხოლოდ განათლების ხარისხს, არამედ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, მზრუნველი და მხარდამჭერი გარემოს შექმნას. თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა მათი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
ამ მიდგომის მნიშვნელობაზე სკოლის დირექტორმა, ვერა ყურულაშვილმა სასკოლო საზოგადოებისთვის მიმართვის დროს ისაუბრა და მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ჩვენი პირველკლასელების პირველი დღე სკოლაში!
დღეს სკოლის ეზოში ყველაზე დიდი ღიმილი, პატარა ჩანთები და დიდი მოლოდინები ტრიალებს.
ვულოცავთ, პატარებსა და მათ მშობლებს ამ განსაკუთრებულ დღეს. გისურვებთ საინტერესო, შემოქმედებით და წარმატებულ სასწავლო წელს! ჩვენ დაუღალავად ვიზრუნებთ თქვენი შვილების აღზრდა განათლებისთვის, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით, გმადლობთ, რომ თქვენი შვილების მომავალი ჩვენ გვანდეთ დარწმუნებული იყავით იმედებს არასოდეს გაგიცრუებთ. ჩვენი პროფესიონალი პედაგოგების გუნდი ყოველთვის ზრუნავდა და იზრუნებს თქვენი შვილების ღირსეულ მოქალაქეებად და სწავლულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის. თქვენ ჩვენი შვილები ხართ, სკოლაში ატარებთ უმეტეს დროს და მშობლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ თავი ბედნიერად იგრძნოთ და ყოველთვის მოგიხაროდეთ სკოლისკენ, გვიყვარხართ და გვეიმედებით ჩვენო ბავშვებო, თქვენთან ერთად აუცილებლად შევქმნით ნათელ მომავალს!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
სასწავლო წელი აგერ უკვე მესამე კვირაა დაიწყო, პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: