ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ენების ევროპული დღე, ტრადიციულად, საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 
29-09-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. მათ ხარისხიან ცოდნაზე კი პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც ბავშვებს სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, მოსწავლეებმა ენების ევროპული დღე აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წელსაც აქტიურად შეუერთდნენ ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას.

მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, იაქტიურუეს და უკეთ გააცნობიერეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება.

„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენების სწავლა, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, მრავალფეროვნების პატივისცემა“,- აღნიშნავენ სკოლაში 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203