
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ხიდაშელი „ეტალონის“ ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა.
მოსწავლე ოლიმპიადას დიდი შემართებით შეუერთდა და საქართველოს მასშტაბით, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.
გიორგი ხიდაშელი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა და საამაყო წარმატების დასტურად დიპლომი მიენიჭა.
მოსწავლის პედაგოგი როენა მოდებაძე გახლავთ.
მოსწავლის წარმატება სასახელოა მისი სკოლისა და ოჯახისთვის.
„ვულოცავთ, მოსწავლესა და მის მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.