
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ახალი სასწავლო მიზნებით განაახლეს და სექტემბრის მნიშვნელოვანი თარიღებიც ხალისით აღნიშნეს.
26 სექტემბერს, ევროპული ენების საერთაშორისო დღე აღინიშნება - დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ყოველი ენა ახალი კულტურის, ახალი ადამიანებისა და ახალი შესაძლებლობების კარია.
ამ მნიშვნელოვან დღეს, მიქელეფონის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ინგლისური და რუსული ენების ინტეგრირებით წარიმართა. მოსწავლეებმა სხვადასხვა ევროპულ ენებზე მისასალმებელი, მადლობისა და მეგობრობის გამომხატველი სიტყვები, საინტერესო ფაქტები და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო: „Many languages, one Europe, one friendship!“
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და აქტიურობა.
„მადლობა ჩვენს მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის, ენთუზიაზმისა და შემოქმედებითობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.