
საჯარო სკოლის პედაგოგთა ნაწილს კუთვნილი შრომითი ანაზღაურება ჯერ ისევ არ მიუღია; ამის გამო სოციალურ ქსელში ისინი ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას, რადგან ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, კომერციულ ბანკებთან, სადაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ, პრობლემები შეექმნათ.
„ხელფასის დაგვიანების გამო საკრედიტო ისტორია გვიფუჭდება... სახელმწიფო ჩვენგან ვალდებულებების პირნათლად შესრულებას ითხოვს და თვითონ ამდენი პრობლემა შეგვიქმნეს ანაზღაურების დაგვიანებით“, - აცხადებს etaloni.ge-სთან ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი და იმასაც დასძენს, რომ კოლეგების უმრავლესობა იგივე მდგომარეობაშია.
რატომ დაიგვიანა ასე მასწავლებლების ხელფასებმა, ხომ არ უკავშირედება ეს ყველაფერი რეფორმას და როდის დაერიცხებათ ანაზღაურება? - კითხვებზე პასუხების მისაღებად, etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დღეს, ანუ 29 სექტემბერს მასწავლებლებს ხელფასი დაერიცხებათ.
„დღეს დაერიცხებათ... მიზეზს რაც შეეხება, რეფორმები არაფერ შუაშია... სექტემბერში ყოველთვის იგვიანებს ხოლმე ხელფასები“, - გვითხრეს სამინისტროში.