
განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური (შემეცნებითი, ფიზიკური, ფსიქო-სოციალური) განვითარება. საგანმანათლებლო პროცესი, საფეხურების მიხედვით ორიენტირებულია სხვადასხვა მიზანზე.
საფეხურების მიხედვით, ორიენტირებულია შემდეგი მიზნების მიღწევაზე:
ა) დაწყებით საფეხურზე:
ა.ა) ფუნდამენტური კომპეტენციების ფორმირება: წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების ბაზისური უნარების ჩამოყალიბება/განვითარება;
ა.ბ) პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის ჩამოყალიბება: სწავლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების, თვითმართვისა და თვითრეგულირების საწყისი უნარების განვითარება; საკუთარი თავის (როგორც მსწავლელის) აღქმა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის განვითარება, რაც ქმნის მყარ საფუძველს საბაზო საფეხურზე ტრანზიციისთვის;
ბ) საბაზო საფეხურზე:
ბ.ა) ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება: საგნობრივი დისციპლინების სწავლა-სწავლების პროცესში მყარი, დინამიკური და პრაქტიკაში გამოყენებადი ცოდნის სტრუქტურირება;
ბ.ბ) პიროვნული იდენტობისა და ავტონომიის მხარდაჭერა: მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება;
ბ.გ) სამოქალაქო ცნობიერების ფორმირება: აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო ღირებულებებისა და უნარების გამომუშავება, რაც უზრუნველყოფს მზაობას შემდგომი აკადემიური თუ პროფესიული არჩევანისთვის;
გ) საშუალო საფეხურზე:
გ.ა) სისტემური ცოდნის ინტეგრირება: აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის სისტემატიზაცია და კრიტიკული ანალიზის უნარების გაღრმავება;
გ.ბ) თვითაქტუალიზაცია და პროფესიული ორიენტაცია: მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული და კარიერული განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა, აკადემიური და პროფესიული თვითგამორკვევის მხარდაჭერა.“.