
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
26 სექტემბერს მსოფლიომ დასუფთავების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ მნიშვნელოვან დღეს დეხვირის საჯარო სკოლაში საინტერესო ინიციატივით გამოეხმაურნენ.
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად შეუერთდნენ გარემოსდაცვით აქტივობებს და წვლილი შეიტანეს სოფლის სისუფთავისა და გარემოზე ზრუნვის საქმეში.
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთად დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია და სოფლის სხვადასხვა სივრცე, მათ შორის სოფლის სოციალური სივრცე - „თაობები ერთად სოფლისთვის“.
ამასთანავე, აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად ჩაერთო თემი, მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობისგან შეაგროვეს მაკულატურა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ნარჩენების სწორად მართვისა და გადამუშავების მნიშვნელობას.
„ეს დღე მხოლოდ დასუფთავებას არ გულისხმობს - ის გვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს პასუხისმგებლობა ბავშვობიდან გავითავისოთ და სხვებსაც მივცეთ კარგი მაგალითი. გვჯერა, სუფთა სოფელი, ჯანსაღი გარემო და ბუნებაზე ზრუნვა საერთო საქმეა. ერთად გაკეთებული თითოეული პატარა საქმე კი საბოლოოდ დიდ ცვლილებად იქცევა.
გავუფრთხილდეთ ჩვენს სოფელს, ჩვენს ბუნებას და ჩვენს მომავალს! სისუფთავე იწყება ჩვენგან!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: