თბილისის N200 სკოლის მასწავლებელი მაია მარეხაშვილი წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა 
29-09-2026

თბილისის N200 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მაია მარეხაშვილი მოსწავლეთა აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა. 

24 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობით, N160 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

მასწავლებლებს ჯილდოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ, პარლამენტის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადასცეს.

რაიონის თითოეული საჯარო სკოლიდან გამორჩეულ პედაგოგებს განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

სკოლაში ახარებთ, პედაგოგის ღვაწლის დაფასება და მას კიდევ არაერთი განათლებული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სკოლიდან ამ საზეიმო ღონისძიებაზე, როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგი, წარდგენილი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მაია მარეხაშვილი

სკოლის ადმინისტრაცია უღრმეს მადლობას უხდის ქალბატონ მაიას მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის, მოსწავლეთა აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის და შემდგომ პროფესიულ წარმატებებს უსურვებს მას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203