
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი დღესასწაულია.
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა და მოსწავლეებს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო.
პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა მიღებამ და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია, სათხუთმეტსექტემბრო მიღებაც. მართალია, სასწავლო წელი უკვე მესამე კვირაა დაიწყო, მოსწავლეებს ამ დღის განწყობა დღემდე მოჰყვებათ.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: