„ჩვენთან წარმატებული თაობები იზრდებიან“ - კერძო სკოლა „ლომისის“ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა ესტაფეტა პირველკლასელებს გადააბარეს
29-09-2026

კერძო სკოლა „ლომისი“ მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მომავალი თაობის მიღწევებზე აისახება. ამის ნათელი მაგალითია 2026 წლის კურსდამთავრებულების - ნიკოლოზ ოქრომელიძის, ირაკლი ბუთბაიას, გიორგი ხაბეიშვილი და ალექსანდრე მაისურაძის წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. 

ახალგაზრდები, მაღალი კონკურენციის პირობებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართალზე წარმატებით ჩაირიცხნენ. ისინი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ ისწავლიან. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში მხოლოდ თსუ-შია და ყოველწლიურად, მხოლოდ 100 სტუდენტს იღებს - მათ შორის კი 4 კერძო სკოლა „ლომისის“ კურსდამთავრებულია.

15 სექტემბერს წარმატებული კურსდამთავრებულები სკოლას სტუმრობდნენ, მათ ესტაფეტა პირველკლასელებს გადააბარეს, „ლომისელებს“ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, დირექცია და პედაგოგებს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ახალგაზრდები ერთ დროს სკოლა „ლომისის“ თვითმმართველობის პრეზიდენტები იყვნენ. როგორც თავად აღნიშნავენ მათი წარმატება სრულად სკოლის დამსახურებაა, მათ დამატებით რეპეტიტორებთან არ უვლიათ. 

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს, სკოლის პერსონალს, დირექციასა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ჩვენს აღზრდაში, მომზადებაში, განვითარებაში, რადგან მათი შრომის, თავდადებისა და რესურსის ჩადების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ის წარმატება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა აბიტურიენტობის დროს მიაღწია“,- აღნიშნა ირაკლი ბუთბაიამ და სასკოლო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. 

წარმატებულს კურსდამთავრებულებს სულ მალე არაერთი ნიჭერი და განათლებული თაობა წამოეწევა. „ლომისში“ ყველაფერს აკეთებენ რომ მათ „ზნეობრიობასთან შერწყმული განათლება“ მისცენ. 

„აქ „ლომისია“ - და ჩვენთან წარმატებული თაობები იზრდებიან! 1995 წლიდან დღემდე ჩვენი მისიაა - „ზნეობრიობასთან შერწყმული განათლება“ , ვფიქრობთ ამ მისიას არაერთი ათეული წელია წარმატებით ვუმკლავდებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ წარმატებული კურსდამთავრებულებით. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203