
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გურამ ოქროპირიძის ინფორმაციით, დღეიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა.
„28 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოიხსნა ის შეზღუდვები, რაც კვების რაიონში კომპეტენტური უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე იყო დადგენილი. დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ - დღიური 1292 კალორია თითოეულ აღსაზრდელზე.
ზოგადად, საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტი N485-ით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების“ დამტკიცების შესახებ. 2026-2027 სააღმზრდელო წლის დასაწყისში „ნოროვირუსით“ ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემდეგ კი საბავშვო ბაღებს მიეცათ დამატებითი მითითებები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ზოგადად, ბავშვთა და თანამშრომელთა ჰიგიენის დაცვის კუთხით, იქნება ეს პირადი ჰიგიენა, ჯგუფების დასუფთავება თუ საპირფარეშოს მოხმარების წესების კონტროლი“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.