
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება დაწყება განსაკუთრებული სიხარულითა და საზეიმო განწყობით აღნიშნა.
სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს სკოლის დირექტორმა, ირმა გიორგაძემ და ამავე სკოლის პედაგოგებმა.
ღონისძიების ერთ-ერთ გამორჩეული და ემოციური მომენტი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის - „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლების ინიციატივა:
ნინო ლატარიამ მათემატიკისა და ჭადრაკის ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები და რვეულები;
გვანცა ჯოჯუამ წიგნებით დაასაჩუქრა მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და გამარჯვებისათვის - მძლეოსნობაში, კერძოდ, სირბილსა და ბირთვის ტყორცნაში საქართველოს პირველობაზე საპრიზო ადგილების დაკავებისთვის.
მოსწავლეებმა დიდი სიხარულით მიიღეს საჩუქრები და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი სასწავლო წელი უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.
მასწავლებლების მიერ გადაცემული წიგნები ხელმოწერილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის - „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მესვეურთა მიერ.
დაბა ბედიანის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი კვლავ აქტიურად აგრძელებს ზრუნვას მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე.
„გისურვებთ 2026-27 სასწავლო წელი დაბა ბედიანის საჯარო სკოლის, როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის ყოფილიყოს წარმატებული!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: