თბილისის N28 სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ
29-09-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა საგნობრივ კონკურსებსა და არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებულია. მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეები „კინგსის“  საგნობრივი ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონის კონკურსებში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ბარბარე შაყულაშვილს (VII კლასი), გვანცა ასლანიშვილს (VII კლასი), მარიამ ბეგიაშვილსა (VII კლასი) და გიორგი ბერაიას (VIII კლასი) დიპლომები გადაეცათ. 

დამსახურებული დიპლომები მოსწავლეებს მასწავლებლებმა გადასცეს, წარმატება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203