„ვამაყობთ ჩვენი გოგონებით!“ - რეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
28-09-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლა, სადაც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, სასკოლო სპორტის კვირეულს, ტრადიციულად, აქტიურად შეუერთდა. 

წალკის მუნიციპალიტეტის სასკოლო თამაშებში რეხის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, მოკლე მანძილზე რბენაში, ღირსეულად იასპარეზა და საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.

სკოლაში ახარებთ გოგონათა წარმატება და მადლობას უხდიან მათ მასწავლებელსა და ღონისძიების ორგანიზატორებს. 

„ამ მნიშვნელოვან წარმატებას გულითადად ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს, მათ მასწავლებელს - ილია ხუციშვილსა და  მთელ სასკოლო საზოგადოებას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სასკოლო ოლიმპიადის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებისა და გაწეული შრომისთვის. მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებში სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გუნდური სულისკვეთების პოპულარიზაციისთვის.

ასევე, მადლობას ვუხდით სპორტის მასწავლებელს, როინ კახაძეს გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ვამაყობთ ჩვენი გოგონებით! წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება გველოდება!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო ლომაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203