თბილისის N28 სკოლის მოსწავლეები საჭადრაკო ტურნირში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-09-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში და წარმატებით წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს.

მათ შორის, სკოლის პატარა მოჭადრაკეებმა მონაწილეობა მიიღეს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის ზაფხულის ტურნირში.

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი.

გუნდში ირიცხებიან - ანდრია ამირანაშვილი, დავით ხასოევი და დემეტრე აბელაშვილი. 

ახლახან, მოსწავლეები ტურნირში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათთვის ეს იყო არა მხოლოდ შეჯიბრება, არამედ შესაძლებლობა, გამოევლინათ საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, მოთმინება და ბრძოლისუნარიანობა.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება, აქტიურობა და სასწავლო შემართება. 

„ვამაყობთ ჩვენი ბავშვებით, მათი მონდომებითა და თავდაჯერებულობით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203