თბილისის N28 სკოლამ მოსწავლე ბარბარე შაყულაშვილი დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის დააჯილდოვა
28-09-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები წახალისებულია, მათი სასწავლო მოტივაციის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

15 სექტემბერს, პირველ სასწავლო დღეს მე-7 კლასის მოსწავლეს - ბარბარე შაყულაშვილს გადაეცა სიგელი, დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის.

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება.

მე-7 კლასელის დამრიგებელი პედაგოგი ლიანა ქსოვრელი გახლავთ, რომელიც მის მოტივაციასა და ხარისხიან განათლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. 

სკოლაში ახარებთ ბარბარე შაყულაშვილის სასწავლო შემართება და მას ცოდნის ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.

„ვულოცავთ, ბარბარეს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203