ფოთის N8 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოეთხოვნენ
17-07-2018
ფოთის N8 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი და მრავალფეროვანი ღონისძიებით წარსდგნენ და ოთხი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს.

სკოლის აღსაზრდელები პირველ მასწავლებელს დალი კუკავას გამოეთხოვნენ და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. დაწყებითი კლასის მასწავლებელმა კი აღსაზრდელებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცა.

იხილეთ ფოტოები სრულად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203