ქუთაისის №4 სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა - X კლასის მოსწავლე ბექა ენჯიბაძემ გეზრბენში საუკეთესო შედეგი აჩვენა
28-09-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის დღის დიდ ოჯახს შეუერთდა.   

საქართველო კიდევ ერთხელ აქტიურად ჩაერთო პანევროპულ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ქუთაისმა ევროპის სასკოლო სპორტის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნა.

ქალაქმა უამრავ ენერგიულ და მოტივირებულ მოსწავლეს უმასპინძლა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ სიმბოლურ მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი. დღის განმავლობაში ბავშვები ერთმანეთს შეეჯიბრნენ „მხიარულ სტარტებში“, სხვადასხვა სპორტულ თამაშებსა და ვარჯიშებში.

ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული სულისკვეთების გაღვივება იყო. 

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ბექა ენჯიბაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა გეზრბენში და პრიზიც დაიმსახურა.

სკოლა მადლობას უხდის პედაგოგ დავით მოდებაძეს ამ არაჩვეულებრივ სპორტულ ღონისძიებაზე ბავშვების გვერდით დგომის, გამხნევებისა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტულმა დღესასწაულმა მონაწილეებსა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი პოზიტიური ემოციები და ენერგია აჩუქა.

„ქუთაისის №4 საჯარო სკოლა მომავალშიც სიამოვნებით გააგრძელებს მსგავს საერთაშორისო ინიციატივებში მონაწილეობას“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეთა სპორტულ ცხორვებას აქტიურად ახალისებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203