
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით განაახლეს და სექტემბრის პირველი მნიშვნელოვანი თარიღიც ხალისით აღნიშნეს.
21 სექტემბერს, სასკოლო საზოგადოება მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით, მშვიდობის საერთაშოროსო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში ჩატარდა ემოციური აქტივობა სახელწოდებით - „იფრინეთ, იფრინეთ, მშვიდობის მტრედებო! მშვიდობა მოჰფინეთ მოწმენდილ ცას“.
აქტივობა მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს მშვიდობის მნიშვნელობა, დაგმეს ძალადობა და მთელ მსოფლიოს უსურვეს მშვიდობიანი თანაცხოვრება.
21 სექტემბერს, მშვირობის საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაწესდა, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობას, ძალადობის აღკვეთასა და ცეცხლის შეწყვეტას მთელ მსოფლიოში.
იხილეთ ფოტოები: