
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელები პირველ სასწავლო ნაბიჯებს თამამად, საინტერესო აქტივობებით დგამენ.
ახლახან, პატარებმა რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს.
პირველკლასელებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება თემაზე - „მე ვიცი ფერები და რიცხვები“.
მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეასრულეს დავალება და საინტერესო პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.
დავალება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ - მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: