„ჩემს შესახებ“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცები გამართეს
28-09-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და ახალი სასწავლო მიზნებით განაახლეს. 

სწავლებისას პედაგოგები მიმართავენ საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და მიდგომებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. 

ახლახან, მე-4 კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „ჩემს შესახებ“. მოსწავლეებმა პროგრამა pover poenti -ის დახმარებით, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ​გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.

სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი ახალისებს საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებს, რისთვისაც სკოლაში მას დიდ მადლობას უხდიან. 

„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ იურა იაილოიანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203