თბილისის N103 სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით, საფუტკრეს სტუმრობდნენ
28-09-2026

თბილისის N103 სკოლის მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მეოთხეკლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, მეფუტკრეობის გაცნობის მიზნით, საფუტკრეს სტუმრობდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შემეცნებითი ექსკურსიის მიზანი იყო ბავშვებისა და ფუტკრების დამეგობრება, მათი საოცარი სამყაროს გაცნობა და საკუთარი გამოცდილებით იმის აღმოჩენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ ფუტკრებს ბუნებასა და ადამიანის  მომავალზე, ამასთან ბავშვებისა და ფუტკრების ადრეული და უსაფრთხო გაცნობა მნიშვნელოვანია ბუნებისადმი ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის. 

ფუტკრებთან სწორი კომუნიკაციისა და მათი ქცევის გაცნობით ბავშვები უკეთ იგებენ მათ მნიშვნელობას ეკოსისტემაში, თანდათან ამცირებენ და ძლევენ მათთან დაკავშირებულ შიშსა თუ გაუცხოებას.

„ჩვენი მოსწავლეების სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ „აპისახლის“ მასპინძელს - მარიამ კილაძეს საინტერესო აქტივობებისთვის და შემეცნებითი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203