„პირველი კლასი, ოთხი მოსწავლე, ოთხი დიდი სიხარული სკოლისთვის“ - მოსწავლეთა საზეიმო მიღება იანეულის საჯარო სკოლაში
28-09-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

წელს სკოლის კარი ოთხმა პირველკლასელმა შეაღო. სკოლაში მომავალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ, მათ დასახვედრად კი გამორჩეულად მოემზადნენ. 

„პირველი კლასი, ოთხი მოსწავლე, ოთხი დიდი სიხარული სკოლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ყველაფერს აკეთებენ რომ მოსწავლეებს შეუქმნან უსაფრთხო, მათ ინტერესებზე მორგებული გარემო, მისცენ ხარისხიან განათლება და ამასთან, აუმაღლონ მოტივაცია. 

სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გაულამაზეს და მიულოცეს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ჩოხატაურის მერიამ, რესურსცენტრმა და იანეულის საჯარო სკოლამ.

მოსწავლეებში დიდი ემოცია გამოიწვია ბაღის მეგობრების სასაჩუქრე ჩანთამ წარწერით - „გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას“ - რეზი, მაშო და უტა მგალობლიშვილები. 

პირველი დღის დახვედრამ მოსწავლეებს მართლად დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. აგერ უკვე მესამე კვირაა სასწავლო წელი დაიწყო, პირველი დღის ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ. 

„გილოცავთ, ბავშვებო სკოლაში შემობრძანებას. წინსვლა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ. დიდი მადლობა, განათლების სამინისტროს,მერიას, რესურსცენტრსა და პატარებს საჩუქრისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203